ფეხბურთი

2:05 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია ჰოლანდიის თასის ფინალშია! (+VIDEO)

არმენის "ვიტესი" და გურამ კაშია ჰოლანდიის თასის ფინალში ითამაშებენ - არნემელებმა ნახევარფინალურ მატჩში, როტერდამში, "სპარტას" აჯობეს 2:1. მატჩის გმირი სტუმართა ინგლისელი ნახევარმცველი ლუის ბაკერი გახდა, რომელმაც მე-13 და 73-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და თავისანებს კომფორტული უპირატესობა შეუქმნა.

მასპინძებმა გაიბრძოლეს და ერთი ბურთი მაინც გაქვითეს - 75-ე წუთზე. გოლი გურამ კაშიან გაიტანა, ოღონდ საკუთარი კარი დალაშქრა. მიუხედავად ამისა, "ვიტესი" ფინალშია და ქართველი ფეხბურთელიც თავისი ოცნების ასრულებასთან ახლოსაა (გურამმა ჰოლანდიურ მედიაში განაცხადა, რომ ჰოლანდიის თასის აღმართვაზე ყოველ ღამე ოცნებობს) - ახლა წინ ფინალია, რომელშიც "ვიტესი" 30 აპრილს, ან "ალკმაარს" დაუპირისპირდება ანაც "კამბურს".

ხსენებულ შეხვედრაში გურამ კაშიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა.

0.110312