ჩოგბურთი

12:55 | 27.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცონგა ათეულში დაბრუნდა, ბასილაშვილი 53-ეა

მარსელის ტურნირის გამარჯვებულმა ჟო-ვილფრედ ცონგამ ATP-ის რეიტინგში მე-11 ადგილიდან მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა და როჯერ ფედერერი, დომინიკ ტიმი, დავიდ გოფინი და მარინ ჩილიჩი ჩამოიტოვა.

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი კი ისევ 53-ე პოზიციაზე იმყოფება.

27 თებერვალს გამოქვყნებული რეიტინგი:

  1. ენდი მარეი - 11 540
  2. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 9735
  3. სტანისლას ვავრინკა – 5195
  4. მილოშ რაონიჩი – 5080
  5. კეი ნიშიკორი - 4730
  6. რაფაელ ნადალი 4115
  7. ჟო-ვილფრედ ცონგა – 3480
  8. მარინ ჩილიჩი – 3410
  9. დომინიკ ტიმი – 3375
  10. როჯერ ფედერერი – 3260

....

53. ნიკოლოზ ბასილაშვილი - 868

0.114635