ფეხბურთი

13:23 | 23.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ლიგა 2016/17: 24 თებერვალს პირველი წრე სრულდება

24 თებერვალს, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის პირველი წრის დასკვნითი, რიგით IX ტურის შეხვედრები გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. წინა ტურების მსგავსად, პლეიოფში მოსახვედრი ქულებისთვის რამოდენიმე პრინციპული დაპირისპირება გაიმართება, რომლის გვირგვინიც ტურის ცენტრალური შეხვედრა იქნება.

სათამაშო დღე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის დაპირისპირებით აიღებს სტარტს. თუკი „სტუდნტების“ საპლეიოფო შანსები მხოლოდ მიზერულად თეორიულია, თბილისისთვის ამ შეხვედრაში, სადაც ფავორიტი სწორედ იგია, მოპოვებულ სამ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ტურის პირველი შეხვედრა 12:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

მძიმე გამოცდა ელის მფკ აფხაზეთს, რომლის მეტოქეც პირველი წრის ბოლო ტურში, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი, მფკ ტატიშვილი იქნება. თუკი „მედიკოსები“ აუცილებელი 3 ქულისთვის ითამაშებენ, „ზღვისპირელებს“ იმით შეუძლიათ თავი ინუგეშონ, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციის დაკარგვას, დიდი ალბათობით საფრთხე არ დაემუქრება.

თეორიული საპლეიოფო შანსების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისთვის, იბრძოლებენ თბილისი ვარიორსი და ბსუ. ორივე მათგანისთვის ახალი წელი, საკმაოდ წარუმატებლად დაიწყო, რამაც მათ სატურნირო ამბიციებზეც იმოქმედა და ამ შეხვედრაში გუნდებს შანსი აქვთ გუნება-განწყობილება და სატურნირო მდგომარეობა, ერთდროულად გამოიკეთონ.

წინა ტურში დასანანი მარცხის შემდეგ, ურთულესი შეხვედრის ჩატარება მოუწევს მფკ მგლებს, რომლებიც პირველ წრეს, ფავორიტთან სტუ-თელასთან მატჩით დაასრულებს. გუნდებს აქაც განსხვავებული მიზნები აქვთ - „ენერგეტიკოსებს“პლეიოფი ფაქტიურად განაღდებული აქვთ და მთავარ კონკურენტთან სხვაობის შენარჩუნებას შეეცდებიან, მგლებისთვის კი საპლეიოფო ბრძოლაში ყველა ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ტურის დასკვნით და ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს მფკ აგორა და მფკ დინამო ბათუმი დაუპირისპირდებიან. გუნდები ამ ტურის წინ 15-15 ქულით III-IV ადგილებს იყოფენ, შესაბამისად მოგება, ერთ-ერთ მათგანს ოთხეულში მოხვედრის შანსებს საგრძნობლად გაუუმჯობესებს. მატჩი 20:00 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მატჩების ინტერნეტ ტრანსლირება sbm.ge-ს საშუალებით ხორციელდება და გულშემატკივარს შეუძლია ყველა შეხვედრას ლაივში მიადევნოს თვალყური.

22.02.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. IXტური

12:00 მფკ იბსუ- მფკ თბილისი

14:00მფკ ტატიშვილი - მფკ აფხაზეთი

16:00 მფკ თბილისი ვარიორსი - მფკ ბსუ (ბთ)

18:00 მფკ მგლები -მფკ სტუ-თელასი

20:00 მფკ აგორა - მფკ დინამო (ბთ)

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფიერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი

მედიაპარტნიორები: რადიოები, “თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთილელოდა სპორტული ჟურნალიათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

0.118943