ჭადრაკი

22:15 | 21.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნანამ ანგარიში გაათანაბრა

თეირანში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მეოთხედფინალის მეორე ტურის პარტიები ჩატარდა. რაღა თქმა უნდა, ქართველ გულშემატკივრებში გამორჩეულ ინტერესს ქალთა შორის საქართველოს N1 მოჭადრაკის ნანა ძაგნიძის თამაში იწვევს, რომელიც ამ ეტაპზე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოჭადრაკეს, პირველი ათეულის წევრს ჰარიკა დრონოვალს ეთამაშება.

პირველ ტურში დამარცხების შემდეგ ძაგნიძე ურთულესი პრობლემის წინაშე დადგა, რადგან მეორე ტურში მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდა, რათა თამაში ტაი-ბრეიკში გადაეყვანა. საბედნიეროდ, ასეც მოხდა. ნანამ შეძლო სასურველი გამარჯვების მოპოვება.

ძაგნიძე-დრონოვალის წყვილი ერთადერთია მეოთხედფინალში, რომელიც ნახევარფინალის საგზურისათვის ბრძოლას ტაი-ბრეიკში გააგრძელებს.

ამ ეტაპზე სენსაციური შედეგი დაფიქსირდა ჩემპიონატის პირველ ნომერ ჟუ ვენჯუნისა და მისი თანამემამულის ტან ჟონგის შეხვედრაში. ამ უკანასკნელმა შეძლო ძლიერი მეტოქის დამარცხება და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ძაგნიძე-დრონოვალს შორის გამარჯვებული იქნება. ნახევარფინალში ასევე ითამაშებენ ანა მუზიჩუკი და ალექსანდრა კოსტენიუკი.

მეოთხედფინალის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ნანა ძაგნიძე ( 2525)-ჰარიკა დრონოვალი (2539, ინდოეთი) 1:1 (0:1, 1:0)

ანა მუზიჩუკი ( 2558, უკრაინა )- ანტუანეტა სტეფანოვა ( 2512, ბულგარეთი) 1,5:0,5 ( 1:0, 0,5:0,5)

ალექსანდრა კოსტენიუკი ( 2549, რუსეთი) -შიქუნ ნი ( 2399, ჩინეთი) 1,5:0,5 ( 0,5:0,5, 1:0)

ჟუ ვენჯუნი ( 2583, ჩინეთი) -ტან ჟონგი ( 2502, ჩინეთი) 0,5:1,5 ( 0,5:0,5, 0:1)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112705