კალათბურთი

10:14 | 17.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინმა მადრიდის "რეალთან" იფრინა (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ისევ დიდებულად გაისარჯა – ჩვენებურმა ამჯერად კოპა დელ რეის მეოთხედფინალში, მადრიდის “რეალს” 27 ქულა ჩაუგდო, თუმცა ასეთი შედეგიანი თამაშის მიუხედავად “მორაბანკ ანდორა” “სამეფო კლუბთან” მაინც დამარცხდა დაძაბულ ბრძოლაში, ოვერ ტაიმში – 99:93.

შერმადინი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და პარკეტზე 33:18 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში გიორგიმ 27 ქულა და 7 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) შესძინა გუნდს. ქართველმა ცენტრმა 16-დან 8 ორქულიანი ჩააგდო და 14-დან 11 საჯარიმო სტყორცნა გამოიყენა. საგულისხმოა, რომ შერმადინის მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ “მორაბანკ ანდორა” ძალიან ახლოს იყო ნახევარფინალის საგზურთან, რადგან მატჩის დასრულებამდე 17 წამით ადრე სტუმრები 6 ქულით იგებდნენ, მატჩს, მაგრამ მადრიდელებმა მისი დამატებით დროში გადაყვანა და იქ საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მოახერხეს.

აღნიშნულ შეხვედრაში “ანდორას” კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა – ბექა ბურჯანაძემ (სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა) 25:22 წუთში 7 ქულა და 7 მოხსნა წააშველა თავისიანებს. ბექამ ოთხიდან ერთადერთი სამქულიანი ჩააგდო, 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, ხოლო ორქულიანი ერთხელ ისროლა და არაზუსტად.

აქვე გეტყვით, რომ მარგი ქმედების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი გიორგი შერმადინსა და სერხიო ლულს ჰქონდათ, თანაბრად – 28.

0.118719