ფეხბურთი

10:30 | 17.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

როი კინმა “არსენალი” გააკრიტიკა

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ირლანდიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა როი კინმა ლონდონის “არსენალი” კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. როგორც როიმ აღნიშნა, “არსენალს” მაღალი დონის ფეხბურთელები არ ჰყავს და ამასთან, არც გამარჯვების წყურვილია გუნდში.

“არსენალს” მხოლოდ ორი ღირსეული ფეხბურთელი ჰყავს, დანარჩენები არიან საშუალო დონის მოთამაშეები. მე არ გამკვირვებია შედეგი – თქვენ ფიქრობდით, რომ მიუნხენში, მოიგებდნენ?

არ არსებობს გუნდში ლიდერი, ხასიათი, შიმშილი, გამარჯვების წყურვილი. ასეთ დონის ტურნირზე ძლიერი გუნდი უნდა გყავდეს, “არსენალი” კი ძლიერი ნამდვილად არაა.

როდესაც დავინახე, რომ გუნდს გიბსი კაპიტნობდა, მივხვდი, რა უბედურებაც მოხდებოდა. ეს ნიშნავს, რომ გუნდი წარმოუდგენლად რთულ სიტუაციაშია”, - უთხრა კინმა ITV sport-ს.

შეგახსენებთ, ლონდონის “არსენალი” ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ 1:5 განადგურდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.180719