კალათბურთი

22:46 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცეკვავამ ტრავმა მოირჩინა

კალათბურთში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ,,ქუთაისის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, უკანახაზელმა გიორგი ცეკვავამ ცხვირის ტრავმა მოირჩინა და დამცავი ნიღბის გარეშე თამაშობს. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,ქუთაისის“ მთავარმა მწვრთნელმა ვეტერანმა კალათბურთელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.

შეგახსენეთ, რომ ცეკვავამ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ცხვირი გაიტეხა და ამის გამო რამდენიმე შეხვედრა დამცავი ნიღბით ჩაატარა.

ხვალ, იმერლები რუსთავში ადგილობრივ ,,რუსთავს“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095784