ჭადრაკი

22:35 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ ხოტენაშვილის მძლეველი დაამარცხა

თეირანში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე, რომელიც ოლიმპიური სისტემით ტარდება, მეორე ტურის მეორე რაუნდის პარტიები გათამაშდა.

ქალთა შორის საქართველოს N1 მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ პირველ ეტაპზე ბელა ხოტენაშვილის მძლეველ ოლგა ზიმინას (იტალია) ჯავრი იყარა, რომელსაც ზედიზედ მეორე პარტია მოუგო და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

სოფო გურამიშვილს, რომელიც ნატალია ბუკსას ხვდებოდა, მერვედფინალში გასასვლელად ყაიმიც ყოფნიდა, მაგრამ დამარცხდა და ახლა ტაი-ბრეიკში მოუწევს ბრძოლა.

სხვა ქართველი მოჭადრაკეების ბედი ტაი-ბრეიკში გადაწყდება, რომელიც ხვალ ჩატარდება.

გთავაზობთ ტექნიკურ შედეგებს ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ძაგნიძე - ოლგა ზიმინა ( იტალია) 2:0 ( 1:0, 1:0)

ბაციაშვილი - ხურციძე 1:1 ( 0,5:0,5, 0,5:0,5)

გურამიშვილი - ნატალია ბუკსა (უკრაინა) 1:1 ( 1:0, 0:1)

მელია - ანტუანეტა სტეფანოვა ( ბულგარეთი) 1:1 ( 0,5:0,5, 0,5:0,5)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121696