კალათბურთი

21:15 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონმა აეკ-ს ულიდერა. ათენელებმა მარცხი განიცადეს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებული მოთამაშის მაიკლ დიქსონის აეკ-მა საბერძნეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში სტუმრად "რეტიმნოსთან" 65:72 წააგო, სეზონში კი 4 წაგება დაუგროვდა.

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა განვლილ შეხვედრაში ათენელებს 16 ქულით კი ულიდერა, თუმცა მატჩში გარდატეხა ვერ შეიტანა. დიქსონმა 20:09 წუთში 5-დან 4 ორქულიანი, ხოლო 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. მაიკლმა ასევე ორი საჯარიმოდან 2 ქულა მიითვალა.

მიუხედავად მარცხისა, აეკ-ი მაინც მესამე ადგილზე იმყოფება, რადგან მეოთხე ადგილისთვის მებრძოლ გუნდებს რამდენიმე მოგებით უსწრებს. დიქსონის გუნდი ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას პაოკ-თან 25 თებერვალს გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111883