ფეხბურთი

17:03 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტ ჯორჯიამ" პოლონელებთან ფრე ითამაშა (+VIDEO)

თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ვიტ ჯორჯიამ" მორიგი, რიგით მეორე საკონტროლო შეხვედრა, პოლონურ "მიეძ ლეგნიცასთან" გამართა. დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. "მიეძ ლეგნიცა" პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში მეშვიდე ადგილზეა.

შეხვედრაში ანგარიში 58-ე წუთზე გაიხსნა. პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ გოლი ზურაბ ღირდალაძემ გაიტანა - 1:0. გაშვებული გოლის შემდეგ პოლონელი ფეხბურთელები გააქტიურდნენ. მატჩის 66-ე წუთზე ბლაჟეი ტელლიხოვსკიმ ახლო მანძილიდან დაარტყა და რომ არა ლევან ისერგიშვილს დროული რეაქცია, გოლი გარდაუვალი იქნებოდა. მან ფაქტობრივად კარის ხაზიდან მოახერხა ბურთის კუთხურზე მოგერიება. დაპირისპირების 78-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა დასანანი გოლი მიიღეს: დამიან რასაკის დარტყმული ბურთი გზად რევაზ ჩიტიშვილს შეეხო, მიმართულება იცვალა და კარში შეგორდა - 1:1.

შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ვიტ ჯორჯიელებმა ზედიზედ ორჯერ მოაწოდეს კუთხური, ორივე შემთხვევაში კარისკენ თავით ზურაბ სეხნიაშვილმა დაარტყა, პირველ შემთხვევაში პოლონური გუნდი გაშვებული გუნდისგან მეკარემ, მეორე შემთხვევაში კი - ხარიხამ იხსნა. დარჩენილ წუთებში განსაკუთრებული ხიფათი არცერთი გუნდის კართან აღარ შექმნილა.

ვიტ ჯორჯია-მიეძ ლეგნიცა 1:1

ვიტ ჯორჯია: შეროზია (ისერგიშვილი 46’), ტეტუნაშვილი (გაბრიჩიძე 81’), ჩიტიშვილი (სეხნიაშვილი 78’), ჩაკვეტაძე (მუხულიშვილი 60’), გიგა გურეშიძე (დანელია 73’), გურამ გურეშიძე (კამლაძე 78’), ექვთიმიშვილი (ვაზაგაშვილი 73’),- დავლაშელიძე (საჯაია 70’), ჭანკოტაძე (მოსიაშვილი 46’), კახაბრიშვილი (ღუდუშაური 46’), ღირდალაძე (კვარაცხელია 67’)

მიეძ ლეგნიცა: კაპსა (საპელა 46), სტასიაკი (დე ამო 63), მიძიერსკი (კშეჟნიაკევიჩი 63), ბარჩაკი (გორსკი 46), დანიელი (ტრიფონოვი 46), რასაკი, პენანენი, ლუშკიევიჩი, გარგულა (ტელიხოვსკი 63), რიბიცკი, ბარტკოვიაკი (გარდძიელევიჩი 46)

გოლი: 1:0 ღირდალაძე (58) 1:1 რასაკი (78)

"ვიტ ჯორჯიას" პრესსამსახური

თეგებივიტ ჯორჯია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111456