ჭადრაკი

22:25 | 14.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე და გურამიშვილი დაწინაურდნენ

თეირანში (ირანი) მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე, რომელიც ოლიმპიური სისტემით ტარდება, დღეს მეორე რაუნდის პირველი ტურის შეხვედრები ჩატარდა.

მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად სერიოზული განაცხადი გააკეთეს ნანა ძაგნიძემ და სოფო გურამიშვილმა. გურამიშვილმა თეთრებით ნატალია ბუკსა ( უკრაინა ) დაამარცხა, ხოლო ძაგნიძემ ასევე თეთრებით ოლგა ზიმინას ( იტალია) სძლია. დანარჩენი პარტიები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით ყაიმით დასრულდა.

სოფო გურამიშვილი- ნატალია ბუკსა 1:0

ნინო ბაციაშვილი-ნინო ხურციძე 0,5:0,5

ნანა ძაგნიძე-ოლგა ზიმინა 1:0

სალომე მელია -ანტუანეტა სტეფანოვა ( ბულგარეთი) 0,5:0,5

მეორე ტურის პარტიები ხვალ ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138135