ფეხბურთი

10:01 | 13.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძის 5 სეივი და მარცხი "სპორტინგთან" (+VIDEO)

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის XXI ტურში გიორგი მაკარიძის “მორეირენსე” შინ ლისაბონის “სპორტინგთან” 2:3 დამარცხდა. 26 წლის ქართველმა სამი გოლი კი გაუშვა, მაგრამ ურიგოდ არ გარჯილა და საბოლოოდ შეხვედრა 5 სეივით დაასრულა. გიორგი ტრადიციულად 90 წუთი გაისარჯა.

აღნიშნული მარცხის შემდგომ “მორეირენსეს” აქტივში 18 ქულა დარჩა და გასავარდნი ზონის ზღვარზეა – თუმცა, მის უკან მყოფ “ნასიონალს” 4 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126773