ფეხბურთი

17:28 | 12.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

რატომ არ ჩანს ამირან სანაია?

ამირან სანაია ის ფეხბურთელია, რომელიც 18 წლის ასაკში დააწინაურეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ეს კლაუს ტოპმიოლერის მწვრთნელობისას, ჯერ კიდევ 2007 წელს. მარცხენა მცველს დებიუტი დოჰაში, ყატარის წინააღმდეგ მატჩში ჰქონდა და საქართველომ მაშინ 2:1 მოიგო.

სანაია ფრანგული "ლე მანის" დუბლებში იყო გიორგი მაკარიძესა და ვახტანგ ფანცხავასთან. ამირანი საფრანგეთში "ზესტაფონიდან" გადავიდა... სამეულს კარგი გზა გაეხსნა, შანსი ჰქონდათ, მაგრამ ყველაზე კარგად ეს შანსი მაკარიძემ გამოიყენა.

სანაიამ რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და საფრანგეთის ქვედა ლიგებში იყო. "ლე მანის" შემდეგ გახლდათ "ბასტიაში", რომელიც იმ დროს ჯერ ლიგა3-ში გამოდიოდა და შემდეგ ლიგა2-ში გადავიდა. სანაია ლიგა2-ში თამაშობდა კორსიკელებთან ერთად, მაგრამ ლიგა1-ში აღარ მოუწია, იყო "ლუზენაკში", შემდეგ "პარიზში", 2015 წლიდან კი "ლეზ ერბიეში" ირიცხება: ეს კლუბი ლიგა3-ში გამოდის.

სანაიას თამაში არ უწევს, რისი მიზეზიც ტრავმებია. ორიოდე კვირის წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა... ჯერ ვარაუდობდნენ, რომ ოპერაცია არ გახდებოდა საჭირო, მაგრამ მუხლის გვერდითა ხრტილი არ ხორცდებოდა. სანაია სეზონის ბოლოს შესძლებს თამაშს.

ამჟამად 27 წლისაა, ნაკრებში თამაშობდა ტოპმიოლერისა და ექტორ კუპერის დროს, მაგრამ მას მერე პროგრესი ვერ განიცადა. ტრავმა ტრავმას მისდევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111989