ფეხბურთი

23:32 | 11.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგი" "ბაიერნს" ვეღარ მისდევს (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის XX ტური ყველაზე ხეირიანი მიუნხენის “ბაიერნისთვის” გამოდგა – “რეკორდმაისტერმა” მდევარ “ლაიპციგთან” სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა და ძნელად სავარაუდოა “ვერცხლის სინი” ხელიდან გაუშვას, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ნახევარი კიდევ წინაა.

არადა, კარლო ანჩელოტის გუნდი ისევ მძიმედ გამოიყურებოდა და არავინ იცის შეძლებდა თუ არა, გასავარდნ ზონაში მყოფი “ინგოლშტადტის” დამარცხებას. 90 წუთმა ისე გაიარა, რომ გოლი არ გასულა და თითქოს აუტსაიდერს მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ ქულაც უნდა მოეპოვებინა, მაგრამ არ გამოვიდა – არტურო ვიდალმა და არიენ რობენმა ბოლოში “ბაიერნს” მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანეს. მიუნხენურმა გრანდმა “ლაიპციგთან” 7 ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნა, რაც სერიოზული ფორაა. მითუმეტეს, როცა საქმე “ბაიერნს” და ბუნდესლიგას ეხება...

გერმანული გიგანტის მოულოდნელმა, მაგრამ მთავარმა კონკურენტმა კი, ზედიზედ მეორე თამაში წააგო და დიდი ალბათობით, კრიზისული პერიოდი დაუდგა. “რედ ბულმა” ამჯერად შინ “ჰამბურგი” მიიღო, რომელიც არ ბრწყინავს წელს, მაგრამ რად გინდა, რალფ ჰასენჰუტლის გუნდმა საშინელი ფეხბურთი აჩვენა და 0:3 განადგურდა. აღსანიშნავია, რომ “ლაიპციგს” კარის ჩარჩოში არ დაურტყამს, ასეთი რამ კი, ამ გუნდს ბუნდესლიგის საშინაო მატჩში პირველად დაემართა. თავის მხრივ, “ჰამბურგმა” მიჯრით მესამე თამაში მოიგო. “შპორტვერაინმა” ზედიზედ სამი შეხვედრის მოგება 2008 წლის შემდეგ პირველად შეძლო და თან ისე, რომ გოლიც არ გაუშვია.

ტომას ტუხელის “დორტმუნდი” კი, ისევ ოთხეულში, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ კონკურენტებიც ვერ წყვეტენ ციდან ვარსკვლავებს. “ბორუსიამ” დღეს მორიგი უფერული თამაში ჩაატარა და ღრმა აუტსაიდერ, ბოლო ადგილოსან “დარმშტადტთან” იმის მაგივრად, რომ მოეგო, წააგო. “ყვითლების” არაპროგნოზირებად თამაშს ამასობაში, დასასრული არ უჩანს და თუ “ბორუსია” სიტუაციას მალე არ გამოასწორებს, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ხელის დაქნევა მოუწევს.

ლევერკუზენის “ბაიერმა” ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და შინ ამბიციური “აინტრახტი” 3:0 გაანადგურა. როგორც იქნა გოლების გატანა განაახლა ხავიერ ერნანდესმა, რომელმაც მიჯრით მეორე ტურში გაიტანა. მექსიკელმა ამჯერად დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს სატურნირო ცხრილში სიტუაციის გამოსწორებაში ხელი შეუწყო. დიტერ ჰეკინგის “გლადბახმა” სტუმრად სასიცოცხლო მნიშვნელობის სამი ქულა მოიპოვა ბრემენის “ვერდერთან” მატჩში ტორგან აზარის კინკილა გოლით – 1:0. დღევანდელი დღის ბოლო შეხვედრაში კი, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი კიდევ ერთი გუნდი დამარცხდა – ბერლინის “ჰერტა” გელზენკირხენში “შალკესთან” ვერაფერს გახდა.

“ლევერკუზენი” – “აინტრახტი” 3:0 (1:0)

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

მაყურებელი: 28 882

“ლევერკუზენი” (4-2-2-2): ლენო; ჰენრიხსი, იედვაი, ტოპრაკი, ვენდელი; ბენდერი (არანგიზი 62), კამპლი; ჰავერტცი (პოიანპალო 90), ბელარაბი; ჩიჩარიტო (ვოლანდი 70), ბრანდტი

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

“აინტრახტი” (3-4-3): ჰრადეცკი; ჰექტორი, ჰასებე, ვალეხო; ჩანდლერი, ოცზიპკა, მასკარელი, ბარკოკი; ჰრგოტა (სეფეროვიჩი 77), მეიერი (ტარაშაი 66), გაჩინოვიჩი (რებიჩი 52)

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

გოლები: 1:0 ჩიჩარიტო (5), 2:0 ჩიჩარიტო (63), 3:0 ვოლანდი (78)

გაფრთხილება: ბენდერი (21), ტოპრაკი (37) – გაჩინოვიჩი (36)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 9 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ბენჟამინ კორტუსი

“დარმშტადტი” – “დორტმუნდი” 2:1 (1:1) VIDEO

დარმშტადტი, “ბოლენფალტორი”

მაყურებელი: 17 400

“დარმშტადტი” (4-2-3-1): ესერი; ფედეცკი (სტეინჰოფერი 85), ნიემეიერი, სულუ, ჰოლანდი (გუვარა 82); გონდორფი, ალტინტოპი; სამი, როზენტალი, ჰელერი; ბოიდი (ჩოლაკი 59)

მწვრთნელი: ტორსტენ ფრინგსი

“დორტმუნდი” (4-1-4-1): ბურკი; დურმი, სოკრატისი, გინტერი, ბურნიჩი; ვეიგლი; პულიშიჩი, როისი (შურლე 77), გუერეირო (კაგავა 63), მორი (დემბელე 63); ობამეიანგი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 1:0 ბოიდი (21), 1:1 გუერეირო (44), 2:1 ჩოლაკი (67)

გაფრთხილება: ესერი (76), სულუ (78) – ობამეიანგი (73), ბურნიჩი (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 14 (4) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 0:12 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი

“ინგოლშტადტი” – “ბაიერნი” 0:2 (0:0) VIDEO

ინგოლშტადტი, “აუდი სპორტ პარკი”

მაყურებელი: 15 200

“ინგოლშტადტი” (3-4-3): ჰანსენი; ბრეგერიე, მატიპი, ტისერანდი; ჰადერგიონაი, კოენი, მორალესი, სუტნერი; ლეზჩანო (ჰინტერესეერი 74), გროსი (ლექსი 80), ლეჩკიე (იუნგი 89)

მწვრთნელი: მაიკ ვალპურგისი

“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი (რაფინია 80), მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა; ტიაგო ალკანტარა; კიმიხი (რობენი 74), ვიდალი, მიულერი, ჩაბი ალონსო (დუგლას კოშტა 65); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 ვიდალი (90), 0:2 რობენი (90)

გაფრთხილება: ბრეგერიე (73), გროსი (76) – ლევანდოვსკი (73)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (0) – 17 (5) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი

“ლაიპციგი” – “ჰამბურგი” 0:3 (0:2) VIDEO

ლაიპციგი, “რედ ბულ არენა”

მაყურებელი: 42 558

“ლაიპციგი” (4-2-2-2): გულაჩსი; ბერნარდო (შმიტცი 71), უპამეკანო (პოულსენი 31, სელკე 43), ორბანი, ჰალსტენბერგი; ილსანკერი, დემე; კეიტა, ფორსბერგი; ვერნერი, ზაბიცერი

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; საკაი, პაპადოპულოსი, მავრაი, ოსტრზოლეკი; უოლასი, იუნგი; მიულერი, ჰოლტბი (ეკდალი 90), კოსტიჩი (დიკმაიერი 83); ვუდი (ჰანტი 90)

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლები: 0:1 პაპადოპულოსი (18), 0:2 უოლასი (24), 0:3 ჰანტი (90)

გაფრთხილება: ვერნერი (10), ორბანი (82) – პაპადოპულოსი (55), იუნგი (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (0) – 11 (5) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 4:5

მსაჯი: საშა შტეგემანი

“ვერდერი” – “გლადბახი” 0:1 (0:1)

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

მაყურებელი: 42 100

“ვერდერი” (3-5-2): ვიედვალდი, ველიჩკოვიჩი (გებრე სელასიე 46), სანე, მოისანდერი; ბაუერი, იუნუზოვიჩი, დელანი, გნაბრი (იოჰანსენი 80), გარსია (პიზარო 46); კრუსე, ბარტლესი

მწვრთნელი: ალექსანდრ ნური

“გლადბახი” (4-2-2-2): სომერი; იანტშკე, კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ვენდტი; კრამერი, დაჰუდი (შულცი 85); ჰერმანი (დრმიჩი 71), ჯონსონი; ჰანი (სტრობლი 80), აზარი

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლი: 0:1 აზარი (12)

გაფრთხილება: დელანი (65), ბაუერი (73) – იანტშკე (60), სტრობლი (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 12 (3) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: ბენჟამინ ბრანდი

“შალკე” – “ჰერტა” 2:0 (1:0)

გელზენკირხენი, “ველტინს არენა”

მაყურებელი: 61 981

“შალკე” (3-5-2): ფარმანი; ჰიოვედესი, ნალდო, ბადშტუბერი; შოპფი, გორეცკა (კეჰერი 88), სტამბული, ბენტალები, კოლასინაჩი; კალიჯური (მეიერი 82), ბურგსტალერი (ჰუნტელაარი 90)

მწვრთნელი: მარკუს ვაინციერლი

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი; შტარკი, ლუსტენბერგერი; ჰარაგუჩი (შიბერი 82), სტოკერი (დარიდა 46), კალუ (ეშვეინი 73); იბიშევიჩი

მწვრთნელი: პალ დარდაი

გოლები: 1:0 ბურგსტალერი (41), 2:0 გორეცკა (62)

გაფრთხილება: ბენტალები (85) - ჰარაგუჩი (54), იბიშევიჩი (60)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (3) – 5 (2) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 2:2 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: მარკუს შმიდტი

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 17 გოლი, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 15, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 15, ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) – 11, სანდრო ვაგნერი (“ჰოფენჰაიმი”) – 10.

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.306538