ჩოგბურთი

22:22 | 11.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა დიმიტროვის ბარიერი ვერ დაძლია (+VIDEO)

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოფიას ტურნირის ნახევარფინალში გრიგორ დიმიტროვთან 1:6, 3:6 წააგო. ბულგარელმა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე უპრობლემოდ მოიგო და ფინალში დავიდ გოფინს დაუპირისპირდება.

განვლილ შეხვედრაში ბასილაშვილმა 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა და საერთოდ, ნიკას არაზუსტი თამაშით მეტოქემ ბევრი ქულა აიღო. დიმიტროვმა 9 ეისი მოაწოდა, ხოლო მსოფლიოს რეიტინგის 87-ე ნომერმა ხუთჯერ შეძლო აუღებელი დარტყმის შესრულება. პირველი სეტში გრიგორმა მეტოქეს მოწოდებაზე ორჯერ მოიგო, ხოლო მეორე სეტში ბასილაშვილმა გაიბრძოლა, თუმცა მეშვიდე გეიმზე დაბრეიკდა და ამის შემდეგ მეტოქის გატეხვა ვეღარ მოახერხა.

ამრიგად, ბასილაშვილმა სოფიას ღია პირველობაზე ნახევარფინალში გასვლით 90 ქულა გამოიმუშავა და მომავალ კვირას განახლებულ მსოფლიოს რეიტინგში რამდენიმე ადგილით დაწინაურდება.

0.147641