კალათბურთი

16:30 | 11.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

აუტსაიდერის ზედიზედ მეორე მოგება

თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ დღეს საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ერონული ჩემპიონატის III წრის მესამე შეხვედრას უმასპინძლა. ერთმანეთს სუპერლიგის დებიუტანტი „კაკტუსი“ და აუტსაიდერი „მგზავრები“ შეხვდნენ. 78:67 გაიმარჯვა „მგზავრებმა“, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ „მგზავრებმა“ III წრე კარგად დაიწყო და თუ ასე გააგრძელა, მალე აუტსაიდერობასაც თავს დააღწევს.

დღევანდელი შეხვედრა „მგზავრების“ უპირატესობით დაიწყო, ამ გუნდმა 9-ქულიანი გაქცევა მოაწყო და 9:0 დაწინაურდა. პირველ მეოთხედში იყო მომენტები, როცა „მგზავრები“ 13 ქულითაც ლიდერობდა - 19:6, საბოლოოდ კი ამ მეოთხედში 10-ქულიან უპირატესობას დასჯერდა - 21:10.

როგორც პირველ მეოთხედში, ისე მთელ შეხვედრაში, „მგზავრები“ ლიდერობდა. „კაკტუსი“ მაქსიმალურად ცდილობდა მატჩის შემობრუნებას. მესამე მეოთხედში ანგარიშის სხვაობა 3 ქულამდე, ხოლო მეოთხეში 4-მდე შეამცირა, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, დამსახურებული გამარჯვება „მგზავრებმა“ მოიპოვა.

როგორც წინა, ისე ამ შეხვედრაშიც „მგზავრების“ გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი „მგზავრების“ ახალწვეულებმა კორი ალენმა და კაჰიმ რენსომმა შეიტანეს. ალენმა 19 წლის თანაგუნდელ, ცენტრალურ თავდამსხმელ გიორგი ტურძელაძესთან ერთად 19 ქულა დააგროვა და ეს წყვილი ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო. რაც შეეხება რენსომს, მის ანგარიშზე 16 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასია.

„კაკტუსის“ შემადგენლობაში 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ირაკლი ჩლაიძე იყო. ამ შეხვედრაში ერთადერთი ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა ტერეკ ბრიჯმანმა დააგროვა, რომელმაც 10 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა.

დღეს 18 საათზე დაიწყება ამ ტურის ბოლო შეხვედრა, რომელიც რუსთავში გაიმართებ. ქვემოქართლელები „ოლიმპს“ უმასპინძლებენ.

კაკტუსი – მგზავრები 67:78

(11:21, 15:14, 16:15, 25:28)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090165