ფედერაციის თასის I ჯგუფის ევროაფრიკულ ზონაში მოასპარეზე საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები ამჯერად პოლონეთს შეხვდა, ისევ 1:2 დამარცხდა დაჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. პირველ და მე-2 ადგილებზეშესაბამისად პოლონეთი და ავსტრია გავიდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე,ჯგუფში დასარჩენად საქართველოს ნაკრები ისრაელის გუნდს შეხვდება, რომელიც სერბეთთან, ბულგარეთთან და ესტონეთთან ერთნაირი ანგარიშით 1:2 დამარცხდა და ბოლო ადგილზეიმყოფება.
ისრაელის ნაკრების შემადგენლობა ასეთია: იულია გლუშკო, დენიზ ხაზანიუკი, მაია ტაჰანი, შელი კროლიცკი.
დავუბრუნდეთ საქართველო-პოლონეთის შეხვედრას. ქართველი გოგონებიდან ყველაზე კარგადმოასპარეზეეკატერინე გორგოძემ თამაშიკატარჟინაპიტერთანაცკარგადდაიწყო და პირველი სეტის მოგების შემდეგ (7:5) 1:0 დაწინაურდა. მაგრამ სამწუხაროდ, მომდევნო ორი სეტი 2:6, 4:6წააგოდასაქართველოსნაკრებიმდევრისროლში აღმოჩნდა.
სოფო შაფათავამაგდალინეტთან ორ სეტში 5:7, 4:6 დამარცხდა და პოლონეთმა გამარჯვება ვადაზე ადრე მოიპოვა. რადგანმესამე,წყვილების შეხვედრა აღარაფერს წყვეტდა, პოლონელებმა თამაში აღარ ისურვეს და ამიტომ საქართველოს ნაკრებსწყვილებშიგამარჯვებაჩაეთვალა.







