კალათბურთი

22:30 | 10.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,სოხუმმა“ ქუთაისში დაამუხრუჭა

მიმდინარე ჩემპიონატის მესამე წრის მეორე ტურის მეორე შეხვედრა ქუთაისში ჩატარდა, სადაც საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა აღმავლობის გზაზე მდგარ ,,სოხუმს“ უმასპინძლა.

ზღვისპირელები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან, მათ ამ შეხვედრამდე ზედიზედ ხუთი შეხვედრა მოიგეს და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღევანდელი შეხვედრა საინტერესო უნდა ყოფილიყო. პირველმა ტაიმმა მოლოდინი გაამართლა, თუმცა მცირე უპირატესობას ,,სოხუმი“ ფლობდა და დროის ეს მონაკვეთი 2 ქულის სხვაობით 41:39 მოიგო.

მეორე ტაიმიც ,,სოხუმის“ უპირატესობით დაიწყო და სულ რაღაც ერთ წუთში 7 ქულით 46:39 დაწინაურდა. მასპინძლები სულაც არ აპირებდნენ მდევრის როლში ყოფნას და მეხუთე წუთისათვის ანგარიში გაათანაბრეს 50:50 . ამის შემდეგ ,,ქუთაისი“ უპირატესობას დაეუფლა , რომელც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. გაიმარჯვა 75:60 და ამით ,,სოხუმის“ წინსვლა შეაჩერა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე კარგი შედეგი სტუმართა ამერიკელმა ლეგიონერმა უეიდ ლათანმა აჩვენა, რომელმაც 18 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი უკრაინელი თანაგუნდელი ალექსანდრე ტიშენკო, რომლის ანგარიშზეც 13 ქულა და 10 მოხსნაა.

მასპინძელთა შორის 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები ანატოლი ბოისა და ბექა ბექაური იყვნენ. ბექაურმა დაგროვილ ქულებს 15 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლი შეასრულა.

ამ ტურის დანარჩენი შეხვედრები ხვალ ჩატარდება.

,,ქუთაისი“-,,სოხუმი“ 75:60 (17:18, 22:23, 20:9, 16:10)

1 დინამო 16 16 / 0 1409 / 1131 32
2 ქუთაისი 16 13 / 3 1293 / 1185 29
3 რუსთავი 15 8 / 7 1172 / 1204 23
4 სოხუმი 16 7 / 9 1333 / 1359 23
5 ბათუმი 16 6 / 10 1225 / 1250 22
6 კაკტუსი 15 6 / 9 1203 / 1293 21
7 ოლიმპი 15 4 / 11 1029 / 1102 19
8 მგზავრები 15 2 / 13 1090 / 1230 17
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171291