ჭიდაობა

15:07 | 9.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლებმა მსოფლიო გადანომრეს

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ ოფიციალურ ვებგვერდზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ერთი თვის წინანდელი ცხრილის მსგავსად, საქართველოს ნაკრების წევრები რვავე წონითი კატეგორიის მოწინავე ოცეულში შედიან. ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კი ისევ 57 კილოგრამის ლიდერია.

61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ლომთაძე ისევ მე-2 ნომერია, ხოლო მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი – მე-3. თავისი წონის ათეულში ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) და დავით ტლაშაძეც შედიან. ოდიკაძე მე-5, ხოლო ტლაშაძე – მე-10 პოზიციით.

ზურაბ იაკობიშვილმა (65 კგ) ერთი საფეხურით უკან დაიხია და მე-11 ადგილზეა. დათო მარსაგიშვილი (86 კგ) მეთორმეტე ნომერია, იაკობ მაქარაშვილი (74 კგ) – მე-13, ხოლო შოთა ფარტენაძე (61 კგ) – მე-17. ეს უკანასკნელი მოწინავე ოცეულში მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ პირველად შეიყვანა, რითაც იანვარში გამართულ პარიზის საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლის მოპოვება დაუფასა.

ერთადერთი უსიამოვნო სიახლე კი ოცეულიდან ავთანდილ კენჭაძის (74 კგ) ამოვარდნაა. წინა თვის მონაცემებით კენჭაძე მე-18 იყო.

აქვე გთავაზობთ რვავე წონის პირველ ხუთეულებს და რეიტინგში შეყვანილი ყველა ქართველის მაჩვენებელს.

თავისუფალი ჭიდაობა

მსოფლიოს რეიტინგი

57 კგ

1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

2 რეი ჰიგუჩი (იაპონია)

3 ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)

4 ჰასან რაჰიმი (ირანი)

5 იოვლის ბონე როდრიგესი (კუბა)

61 კგ

1 ლოგან შტიბერი (აშშ)

2 ბექა ლომთაძე

3 ახმედ ჩაკაევი (რუსეთი)

4 ახმედნაბი გვარზატილოვი (აზერბაიჯანი)

5 ბეჰნამ ეჰსანპური (ირანი)

17 შოთა ფარტენაძე (პარიზის გრან პრის ჩემპიონი)

65 კგ

1 სოსლან რამონოვი (რუსეთი)

2 ტოგრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი)

3 ფრენკ ჩამიზო (იტალია)

4 იხტიორ ნავრუზოვი (უზბეკეთი)

5 განზორიგ მანდახნარანი (მონღოლეთი)

11 ზურაბ იაკობიშვილი (-1 ადგილი)

70 კგ

1 მაგომედ ყურბანალიევი (რუსეთი)

2 ნურლან ბეკჟანოვი (ყაზახეთი)

3 მუსტაფა ჰოსეინხანი (ირანი)

4 ელმან დოგდურბეკ უულუ (ყირგიზეთი)

5 ისრაილ კასუმოვი (რუსეთი)

10 დავით ტლაშაძე

74 კგ

1 ჰასან იაზდანი ჩარატი (ირანი)

2 ანიუარ გედუევი (რუსეთი)

3 ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

4 სონერ დემიტრაში (თურქეთი)

5 ბეკზოდ აბდურახმანოვი (უზბეკეთი)

15 იაკობ მაქარაშვილი (-2 ადგილი)

ავთანდილ კენჭაძე აღარაა ოცეულში

86 კგ

1 აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი)

2 სელიმ იაშარი (თურქეთი)

3 შარიფ შარიპოვი (აზერბაიჯანი)

4 ჟდენ კოქსი (აშშ)

5 რეინერის სალას პერესი (კუბა)

12 დათო მარსაგიშვილი

97 კგ

1 კაილი სნაიდერი (აშშ)

2 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)

3 ალბერტ სარიტოვი (რუმინეთი)

4 მაგომედ იბრაგიმოვი (უზბეკეთი)

5 ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ

1 ტაჰა აკგული (თურქეთი)

2 კომეილ გასემი (ირანი)

3 გენო პეტრიაშვილი

4 იბრაგიმ საიდოვი (ბელარუსი)

5 ლევან ბერიანიძე (სომხეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113725