ფეხბურთი

17:30 | 7.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ლოკომოტივი“ თურქეთში მოემზადება

თბილისის “ლოკომოტივი” მოსამზადებელ შეკრებას, 9-დან 24 თებერვლის ჩათვლით, თურქეთის ქალაქ სიდეში გაივლის. გიორგი დევდარიანის გუნდი სასტუმრო The Sense De Luxe-ში დაბინავდება და ხუთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, თბილისელები 12 თებერვალს დანიის პირველი დივიზიონის კლუბ „ჰელსინგორს“ დაუპირისპირდებიან, 15 თებერვალს უკრაინულ „დნიპროს“, 18 თებერვალს ყაზახურ „ქაისარს“, 21 თებერვალს პოლონეთის პირველი დივიზიონის მეორეადგილოსან „კატოვიცეს“ და 23 თებერვალს მინსკის „დინამოს“.

გიორგი დევდარიანის გადაწყვეტილებით, თურქულ შეკრებაზე ლოკომოტივის 25 ფეხბურთელი გაემგზავრება:

მეკარეები: რევაზ თევდორაძე, ბექა ქურდაძე, ლუკა შეროზია
მცველები: დავით უბილავა, რევაზ ჩიტეიშვილი, გიორგი ხიდეშელი, გიორგი გაბაძე, გულვერდ თომაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, თეიმურაზ ღონღაძე, აკაკი ქიმერიძე
ნახევარმცველები: ნიკა ჭანტურია, გეგა დიასამიძე, დავით სამურკასოვი, ვატო არველაძე, ზურაბ მენთეშაშვილი, თორნიკე ძებნიაური, რატი არდაზიშვილი, ნოდარ ქავთარაძე, ლუკა კიკაბიძე, გიორგი კიკნაძე, ლუკა ვარძელაშვილი, ირაკლი კომახიძე
თავდამსხმელები: მამია გავაშელიშვილი, ირაკლი სიხარულიძე

0.124385