ეროვნული ჩემპიონატის 4-7 ტურები გლდანის დარბაზში უდანაკარგოდ მხოლოდ ხელბურთის კლუბმა ქუთაისმა გაიარა. მწვრთნელ ალექსანდრე ბოყოჩაძის გუნდმა მეოთხე მატჩი დღეს, თელავის იმედს მოუგო, 31-25. ქუთაისი ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებთან“ ერთად ლიდერობს 12 ქულით.
ბათუმელებმა დღეს დაამარცხეს სტუ-ქარიშხალა, 31-24. სტუ, პეგასთან იყოფს მესამე-მეოთხე ადგილებს 9 ქულით. პეგასმა 40-31 მოუგო სამტრედიას. უმაღლესი ლიგის დებიუტანტების, გორისა და წყალტუბოს მატჩი წყალტუბომ მოიგო, 37-34 და მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.
სულ ოთხი დღის განმავლობაში გლდანის დარბაზში 16 მატჩი გაიმართა. ქუთაისმა მოიგო ოთხივე მატჩი, სამ-სამი - ბათუმმა და პეგასმა, ორ-ორი - სტუ-ქარიშხალამ და თელავის იმედმა, თითო - სამტრედიამ და წყალტუბომ. აღმოსავლეთ-დასავლეთის პირობით დაპირისპირებაში მცირე უპირატესობა დასავლეთის ოთხეულის მხარეს იყო - 9-7.
ჩემპიონატი განახლდება 20 თებერვალს. თბილისში შეიკრიბება აღმოსავლეთის ოთხეული, ხოლო 23-25 თებერვალს მე-8-10 ტურებს დასავლეთი საქართველოს გუნდები გამართავენ. მეორე წრე მარტში დასრულდება. სამწრიანი რეგულარული სეზონის შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის ფინალური ოთხეულის ფორმატით იბრძოლებს.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა
მე-7 ტური. 6 თებერვალი, გლდანი
გორი - წყალტუბო 34-37
გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი - მჭედლიშვილი 11, ტიელიძე 10, ზუბიაშვილი 9, ტურაშვილი 2, მურადაშვილი 1, იაშვილი 1
წყ: ხაჭაპურიძე, სილაგაძე - მეტონიძე 13, გიორგაძე 6, დარსაველიძე 5, ხელაძე 5, ჩაკვეტაძე 4, ბენიძე 4, შვანგირაძე, გოგიძე
იმედი თელავი - ქუთაისი 25-31
იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი - აბჟანდაძე 7, იობაშვილი 6, გიორგაძე 3, ბაინაზიშვილი 3, მიქავა 2, ცხვარაშვილი 2, ცისკარიშვილი 1, აბაშიძე 1, მაისაშვილი, ყორიაული, ბაჯალაძე
ქუთ: ცერცვაძე, ტორონჯაძე - გამზარდია 8, ალანია 6, მათნაძე 4, სიმონია 3, რუსტამოვი 3, ჭელიძე 3, ჯუღელი 2, მერკვილაძე 2, კობახიძე, ლომიძე, ჩიხლაძე, ახალაძე
პეგასი - სამტრედია 40-31
პეგ: ი. დიხამინჯია, ცირეკიძე - ცხოვრებაძე 14, კალანდაძე 7, ზარნაძე 6, ლაპიაშვილი 5, გ. დიხამინჯია 2, კახოშვილი 2, კუხალაშვილი 2, გოგავა 1, ნ. კევლიშვილი 1, ჯაფარიძე, ბულია
სამ: ხონელიძე, შველიძე - თევზაძე 10, ნიკურაძე 8, ხაჟომია 6, ძნელაძე 3, ზურაბიანი 2, ცხვარაძე 1, ანტონოვიჩი 1, სხვიტარიძე
სტუ-ქარიშხალა - ბსბ ბათუმი 24-31
სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი - ბულბულაშვილი 7, არსენაშვილი 4, ზ. ფერაძე 3, კარტოზია 3, გ. ფერაძე 2, სტურუა 1, მ.კობახიძე 1, მამულაშვილი 1, ჯორბენაძე 1, ასაბაშვილი 1, ჭერაშვილი
ბათ: ანდრიაძე, სამყურაშვილი - გოგოლაძე 9, აბრამიშვილი 9, გ. კობახიძე 5, გრიშიკაშვილი 3, გოგალაძე 2, კვერნაძე 1, სურმავა 1, ბერძენიშვილი 1, წივწივაძე, ყაველაშვილი, მჟავანაძე
მსაჯები: რუსლან პერეპელიცა, ვიქტორ ზგობა, ტარას კუზი (უკრ)
ტექნიკური დელეგატი ლევან გელაშვილი
სამდივნო: ლაშა ზაქარიაძე, ლუკა მამაგეიშვილი ექიმი კახა მანჯავიძე
-----------------------თ--მ---ფ--წ------ბ-----ქ
BSB ბათუმი---------7—6—0—1--265-202-12
ქუთაისი-------------7—6—0—1--253-215-12
პეგასი----------------7—4—1—2--274-230--9
სტუ-ქარიშხალა-----7—4—1—2--229-196--9
იმედი თელავი------7—4—0—3--233-202--8
სამტრედია----------7---2—0—5--232-257--4
წყალტუბო----------7—1—0—6--211-335--2
გორი-----------------7—0—0—7--247-307--0
ყველა თამაში. არენა 1
20 დეკ. იმედი თელავი-გორი 44-35, სტუ/ქარიშხალა-პეგასი 30-30
19 დეკ. გორი-სტუ/ქარიშხალა 35-43, იმედი თელავი-პეგასი 38-27
18 დეკ. სტუ/ქარიშხალა-იმედი თელავი 25-21, პეგასი - გორი 56-39
ზესტაფონი
15 დეკ. წყალტუბო - ბათუმი 24-56, ქუთაისი - სამტრედია 29-28
16 დეკ. ბათუმი - ქუთაისი 34-30, სამტრედია - წყალტუბო 52-38
17 დეკ. ქუთაისი - წყალტუბო 49-35, ბათუმი - სამტრედია 44-30
გლდანი
3 თებ. ბათუმი - იმედი თელავი 25-22, სტუ-ქარიშხალა - ქუთაისი 24-30
სამტრედია - გორი 33-30, პეგასი - წყალტუბო 54-27
4 თებ. გორი - ბათუმი 38-45, წყალტუბო - სტუ ქარიშხალა 21-47
იმედი თელავი - სამტრედია 40-30, ქუთაისი - პეგასი 35-33
5 თებ. იმედი თელავი - წყალტუბო 43-29, ქუთაისი - გორი 49-36
სტუ-ქარიშხალა - სამტრედია 36-28, ბათუმი - პეგასი 30-34
6 თებ. გორი - წყალტუბო 34-37, იმედი თელავი - ქუთაისი 25-31
პეგასი - სამტრედია 40-31, სტუ-ქარიშხალა - ბათუმი 24-31







