ჩოგბურთი

12:38 | 6.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კანადელმა ჩოგბურთელმა მსაჯს თვალში ბურთი გაარტყა (+VIDEO)

დევისის თასზე კანადის ნაკრებს ბრიტანეთთან დაპირისპირებაში ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. ამის მიზეზი ბრიტანელი კაილ ედმუნდის და კანადელი დენის შაპოვალოვის მატჩში მომხდარი ინციდენტი გახდა - ანგარიშზე 6:3, 6:4, 2:1 ბრიტანელის სასარგებლოდ, კანადელს ბოლო აუტში გაშვებულ ბურთზე ნერვებმა უმტყუნა, ჯიბიდან ბურთი ამოიღო და უმისამართოდ გაგზავნა, რომელიც საბოლოოდ მატჩის მთავარ მსაჯს თვალში მოხვდა. მატჩი შეწყდა და კანადა ტექნიკური მარცხით დაისაჯა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121664