ფეხბურთი

19:59 | 3.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძის კიდევ ერთი მოგერიებული პენალტი - ორ თამაშში ორი! (+VIDEO)

გიორგი მაკარიძემ დაამტკიცა, რომ ჩინებულ ფორმაშია. „მორეირენსეს“ ქართველმა კიპერმა პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩში მოიგერია პენალტი. „პასუ დე ფერეირას“ შემდგომ მან თერთმეტმეტრიანი ყოფილ გუნდს, „ფეირენსეს“ არ გაატანინა.

გარდა ამისა, გიორგიმ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და დიდი წვლილი შეიტანა იმაშია, რომ „მორეირენსემ“ უშუალო კონკურენტთან შინ არ წააგო - 1:1. გაშვებულ გოლს რაც შეეხება, მაკარიძეს ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ბურთი მცველს მოხვდა და ისე შევარდა კარში.

აქვე შეგახსენებთ, რომ ოთხი დღის წინ გიორგი მაკარიძემ და „მორეირენსემ“ პორტუგალიის ლიგის თასი მოიგეს და ქართველი მეკარის დიდი დამსახურებაც იყო ამაში. რაც შეეხება პრიმეირა ლიგას, „მორეირენსე“ 19 ტურის შემდგომ 18 ქულით მეთოთხმეტე ადგილზე იმყოფება.

0.160344