კალათბურთი

13:59 | 3.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში დურანტი, კარი და თომასი გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თვის საუკეთესო მოთამაშეებად აღმოსავლეთ კონფერენციაში “ბოსტონის” გამთამაშებელი აიზეია თომასი და დასავლეთში - ”გოლდენ სტეიტის” კალათბურთელები” სტეფ კარი და კევინ დურანტი დაასახელეს.

იანვრის თვეში “ბოსტონმა” 14-დან 10 შეხვედრა მოიგო, ხოლო აიზეია საშუალოდ ერთ შეხვედრაში 32,9 ქულას და 6,9 პასს აგროვებდა.

“გოლდენ სტეიტმა” წლის პირველ თვეში 14-დან 12 მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა. კარი საშუალოდ 27,8 ქულას აგროვებდა, დურანტი – 27,4 ქულას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112553