საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე „რუსთავმა“ უკრაინელი ლეგიონერი, ცენტრალური თავდამსხმელი არტიომ ჩემიაკინი (04.10.84, 208 სმ) დაითხოვა. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,რუსთავის’’ მთავარმა მწვრთნელმა, ვეტერანმა კალათბურთელმა რამაზ გოგობერიშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 26-ე ეროვნულ ჩემპიონატში ორი წრის შემდეგ ,,რუსთავს’’ 22 ქულა აქვს და რვა გუნდს შორის მესამე ადგილზე იმყოფება.







