სუპერლიგის მონაწილე საკალათბურთო კლუბმა „ოლიმპმა“ მეოთხე ლეგიონერი, ამერიკელი უკანახაზელი ნიკოლას შლიცერი (28.12.92, 199 სმ) დაიმატა. ამის შესახებ worldsport.ge-ს „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელის ლეონიდ ივატინის თანაშემწე დავით როგავამ აცნობა.
შეგახსენებთ, რომ შლიცერამდე „ოლიმპმა“ სამი ლეგიონერი - ფორვარდი ტრე ბურნეთი, ცენტრალური თავდამსხმელები უოლტერ პიჩფორდი და კრაიდონ ვუდსი დაიმატა, რომლებიც გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩებიან.







