ფეხბურთი

10:55 | 3.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის თასზე ფინალისტები გამოვლინდნენ (+VIDEO)

აფრიკის თასის 2017 წლის გათამაშების ორივე ფინალისტი ცნობილია. გაბონში მიმდინარე ტურნირზე გუშინ გამართულ ნახევარფინალში კამერუნის ეროვნულმა ნაკრებმა განას 2:0 აჯობა და გადამწყვეტ მატჩში ეგვიპტის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ 1 თებერვალს ბურკინა-ფასო პენალტების სერიაში დაამარცხა (VIDEO).

კამერუნელმა ფეხბურთელებმა განასთან შეხვედრის ბედი მეორე ტაიმში გადაწყვიტეს. ანგარიში 72-ე წუთზე ნგადუ ნგაჯის გოლით გაიხსნა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე კი ბასოგოგმა ორბურთიანი სხვაობა დააფიქსირა.

აფრიკის თასის ფინალი 5 თებერვალს, ლიბრევილში, Stade d'Angondjé-ზე გაიმართება. კამერუნის ნაკრებს ფინალში აქამდე ექვსჯერ უთამაშია და ტიტული ოთხჯერ მოუპოვებია (1984, 1988, 2000, 2002 წლებში), ხოლო ეგვიპტელებს 8 ფინალიდან 7 მოუგიათ (1957, 1959, 1986, 1998, 2006, 2008, 2010). აღსანიშნავია, ისიც, რომ კამერუნელები გადამწყვეტ დაპირისპირებაში ორივეჯერ (1986 და 2008 წლებში) ეგვიპტელებთან დამარცხდნენ.

0.132128