მეორე ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს „ა“ ლიგის დებიუტანტი „ტიტები“ და ამ ლიგის ერთ-ერთი გამოცდილი გუნდი სეუ დაუპირისპირდა. პროგნოზიდან გამომდინარე, თამაში დაძაბული უნდა ყოფილიყო, მაგრამ გულშემატკივართა მოლოდინი არ გამართლდა. მიუხედავად იმისა, რომ „ტიტები“ გუნდის ლიდერის ლაშა-გიორგი გამყრელიძის გარეშე თამაშობდნენ მაინც საკმაოდ დიდი ანგარიშით 80:55 შეძლეს მეტოქის დამარცხება, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს და „დელტასთან“ ერთად 4-4 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.
„ტიტები“ მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ და იყო მომენტი, როცა ანგარიშში სხვაობამ მის სასარგებლოდ 30 ქულას გადააჭარბა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დებიუტანტმა ეს გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა.
გამყრელიძის არყოფნაში „ტიტების“ გამარჯვებაში ლომის წილი ლეგიონერებმა შეიტანეს. 24 ქულით ყველაზე შედეგიანი „ტიტების“ ამერიკელი ლეგიონერი რაიან აარონი იყო. მისმა თანაგუნდელებმა კი ორმაგი დუბლები შეასრულეს. არმანი ფლანიგანის ანგარიშზე 12 ქულა და 13 მოხსნაა, ხოლო ნეით დრეოტონმა 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. სეუ-ს მხრიდან, 14 ქულით ყველაზე შედეგიანი ერიკ გეინესი იყო.
„ტიტები“ - სეუ 80:55 (19:14, 16:9, 22:14, 23:18)
| 1 | ტიტები | 2 | 2 / 0 | 156 / 128 | 4 |
| 2 | მარნეული | 2 | 2 / 0 | 138 / 130 | 4 |
| 3 | არენა-76 | 2 | 1 / 1 | 156 / 160 | 3 |
| 4 | თსუ-ჰიუნდაი | 2 | 1 / 1 | 147 / 124 | 3 |
| 5 | წყალტუბო | 2 | 0 / 2 | 159 / 164 | 2 |
| 6 | სეუ | 2 | 0 / 2 | 115 / 165 | 2 |







