ფეხბურთი

3:30 | 30.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის თასი მოიგო (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის თასს დაეფულა. ფინალურ შეხვედრაში გიორგის „მორეირენსემ“ „ბრაგა“ საუეს 45-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა.

აღნიშნულ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა მეკარემ, რომელსაც ფინალურ მატჩში 4 სეივი ჰქონდა და რაც მთავარია, კარი მშრალად შეინახა. მაკარიძემ 63-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

საერთოდ, „მორეირენსემ“ თასი რომ მოიგო, ქართველი კიპერის დიდი წვლილიცაა მასში - ფინალამდე, ნახევარფინალში „ბენფიკასთან“ ძალზე მაღალ დონეზე ითამაშა, ხოლო მანამდე, ჯგუფურ ეტაპზე „პორტუსთან“ გაისარჯა დიდებულად.

პორტუგალიის თასი გიორგი მაკარიძის კარიერაში პირველი ტიტულია. ამასთან, სადებიუტო ჯილდოა „მორეირენსეს“ არსებობობის ისტორიაში.

0.114752