ფეხბურთი

21:18 | 28.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძემ "სპარტაკის" შეკრებაზე გაიტანა (VIDEO)

მოსკოვის "სპარტაკის" რიგებში, რომელიც შეკრებას აბუ დაბიში გადის, გოლით გამოიჩინა თავი ჯანო ანანიძემ - ქართველმა შემტევმა სლოვაკური ჟილინას კარი 88-ე წუთზე აიღო და ანგარიში 4:1 გახადა. საბოლოოდ, "სახალხო გუნდმა" 5:1 გაიმარჯვა.

ანანიძე მოსკოველთა სასტარტო შემადგენლობაში არ იმყოფებოდა, მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა. აქვე გეტყვით, რომ შეუცვლელად გაისარჯა "სპარტაკის" რიგებში მცველი გიორგი ჯიქია.

0.108139