ფეხბურთი

11:13 | 28.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერია A: ტურის წინ

იტალიის სერია A-ს XXII ტურში მოქმედი ჩემპიონი “სასუოლოს” ესტუმრება, “რომა” “სამპდორიას” ეწვევა, ხოლო “ნაპოლი” შინ “პალერმოს” მიიღებს.

“იუვენტუსს” “ფიორენტინასთან” მარცხის მერე მწავვე კრიტიკა დაატყდა თავს და იმის შემდგომ “ბებერმა ქალბატონმა” “ლაციოსა” და “მილანს” უშანსოდ მოუგო. ორივე მატჩში მასიმილიანო ალეგრიმ შემტევი ტაქტიკით ითამაშა და დიდი შანსია, რომ რეჯიო ემილიაშიც პაულო დიბალა, გონსალო იგუაინი და მარიო მანჯუკიჩი ისევ ერთად ვიხილოთ მოედნაზე. აღსანიშნავია, რომ ორივე ზემოხსენებულ მატჩში “იუვემ” გოლები თამაშის დასაწყისში გაიტანა და მერე გაჩერდა, ან გაუჭირდა. ყოველშემთხვევაში, “ლაციოსთან” თავი არ მოუკლავს, “მილანთან” კი, ბევრი საგოლე მომენტი გაანიავა და კინაღამ დაისაჯა. სხვათა შორის, მასიმილიანო ალეგრის გუნდს ფეხის დაცდენის უფლება არ აქვს, თორემ “რომა” კუდზე აზის და დიდი შანსია გადაასწროს კიდეც. მოკლედ, ალეგრის გუნდს “მაპეი სთედიუმზე” ბევრი ფოლის დაღვრა მოუწევს. თანაც, “სასუოლოც” არაა ხელწამოსაკრავი მეტოქე. მიუხედავად იმისა, რომ ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეგირდები შარშანდელივით ვერ ბრწყინავენ, მაინც სიმპთაიურ ფეხბურთს თამაშობენ.

“იუვეს” მდევარი “რომა” გენუაში ჩავა და “სამპდორიასთან” აპირებს მორიგი სამი ქულის მოპოვებას. ლუჩანო სპალეტის “მგლები” დიდებულად ბურთაობენ ბოლო პერიოდში და წესით უღიმღამოდ მოასპარეზე “სამპასთან” აშკარა ფავორიტია. გენუურ გუნდში ბოლო დროს კრიზისი მძვინვარებს და ნელ-ნელა ცხრილის ქვედ ანაწილში ეშვება. “რომა” კი, პირიქით, იგებს და იგებს. “ჯალოროსის” მოჰამედ სალაჰი აკლია აფრიკის თასის გამო, მაგრამ საერთოდ არ ეტყობა. ზბიგნევ ბონიეკმაც აღნიშნა, რომ სალაჰის გარეშე უკეთესი გუნდია. არის კიდეც ამაში სიმართლის ამბავი. სპალეტის გუნდი “იუვენტუსთან” ძალზე ახლოსაა და წესით თუ სკუდეტოზე პრეტენზია მართლაც აქვს, ფეხი ახლა ნამდვილად არ უნდა დაუცდეს.

იქვეა, “ნაპოლი”, რომელიც გასავარდნ ზონაში მყოფ “პალერმოს” უმასპინძლებს. ჯერ სიცილიელებზე ვთქვათ: ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ დიეგო ლოპესის სახით. მას შემდგომ რაც “პალერმოს” მაურიციო ძამპარინი პატრონობს, ანუ, 2003 წლიდან, გუნდმა 14(!) მწვრთნელი შეიცვალა. წელს უკვე მესამედ. მოკლედ მაურიციო თავის სტიქიაშია. “პალერმოს” საქმე ისე კრიტიკულადაა წელს ალბათ გავარდნას ვეღარ გადაურჩება. “ნაპოლი” კი, ჩინებულ ფორმაშია და ბოლოს მილანიდანაც წამოიღო სამი ქულა. მაურიციო სარის გუნდი ბოლომდე არც სკუდეტოს ბრძოლასაა ჩამოშორებული და ვინ ციის, ეგებ ბოლომდეც იბრძოლოს.

“მილანი” “უდინეზეს” ეწვევა – ვინჩენცო მონტელას გუნდი სერიოზულ კრიზისშია. იტალიის სუპერთასის მოგების შემდეგ ბევრს ეგონა, რომ ეს “როსონერიზე” დადებით იმოქმედებდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა – ლომბარდიელები იტალიის თასსაც დაემშვიდობნენ და სერია ა-ში ბოლო ხუთი მატჩიდან ერთადერთხელ იმარჯვეს (სულ 5 მოიპოვეს). ეს სიტუაცია სატურნირო ცხრილზეც აისახა და ერთ დროს მეორე ადგილზე მყოფი “მილანი” ახლა სამეულს საკმაოდაა მოშორებული. “უდინეზესთან” ვერმოგება კი, მონტელას გუნდის სიტუაციას ნამდვილად დაამძიმებს.

თუ “მილანს” შავი დღეები უდგას, მეორე მილანური გუნდი “ინტერი” ბრწყინვალე ფორმაშია და სამეულთან ახლოსაა. სტეფანო პიოლის ხელში “ნერაძური” შესაშურად კარგად ათამაშდა და უკვე 6 თამაშია ქულა არ დაუკარგავს. წესით სასიამოვნო სერია “ინტერმა” ახლაც უნდა გააგრძელოს, რადგან შინ თამაშოსბ და თან ბოლოადგილოსან “პესკარას” წინააღმდეგ.

“ლაციო” – “კიევო”

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

28 იანვარი, 21:00

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, ჰოედტი, დე ვრეი, რადუ; პაროლო, ბილია, მილინკოვიჩ-სავიჩი; ფელიპე ანდერსონი, ჯორჯევიჩი, ლულიჩი

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“კიევო” (4-3-2-1): სორენტინო; კაჩატორე, დაინელი, გამბერინი, გობი; ჰეტემაი, რადოვანოვიჩი, ბასტიენი; ბირსა, დე გუზმანი; ინგლეზე

მწვრთნელი: როლანდო მარანი

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“ინტერი” – “პესკარა”

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

28 იანვარი, 23:45 საათი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მურილო, მედელი, სანტონი; ბროჟოვიჩი, გალიარდინი; კანდრევა, ჟოაო მარიო, პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“პესკარა” (3-5-1-1): ბიძარი; კოდა, სტენდარდო, ძამპანო; კრეშენცი, მემუშაი, ბრუნო, ვერე, ბირაგი; ბენალი; ჩერი

მწვრთნელი: მასიმო ოდო

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე

“ტორინო” – “ატალანტა”

ტურინი, “გრანდე ტორინო”

29 იანვარი, 15:30 წუთი

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; დე სილვესტრი, როსეტინი, მორეტი, ბარეკა; ბენასი, ვალდიფიორი, ობი; იაგო ფალკე, ბელოტი, ლიაიჩი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“ატალანტა” (3-5-2): ბერიშა; მაზიელო, კალდარა, ძუკანოვიჩი; კონტი, კესიე, კურტიჩი, ფროილერი, სპინაცოლა; პეტანია, გომესი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

მსაჯი: ანტონიო დამატო

“კალიარი” – “ბოლონია”

კალიარი, “სანტ ელია”

29 იანვარი, 18:00 საათი

“კალიარი” (4-3-1-2): რაფაელი; ისლა, ჩეპიტელი, ბრუნო ალვეში, მურუ; დესენა, ტაკჩიდისი, პადოინი; ფარიასი; ბორიელო, საუ

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; კრაფტი, ოიკონომუ, მაიეტა, მაზინა; პულგარი, ვივიანი, დონსა; დი ფრანჩესკო, დესტრო, კრეიჩი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

მსაჯი: ლუკა პაირეტო

“კროტონე” – “ემპოლი”

კროტონე, “ეციო შიდა”

29 იანვარი, 18:00 საათი

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; როზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა; როდენი, კრისეტიჯი, ბარბერისი, სტოიანი; ფალჩინელი, ტროტა

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ვესელი, ბელუსკი, კოსტა, დიმარკო; კრუნიჩი, დიუსე, კროჩე; პუჩარელი; მაკარონე, მჭედლიძე

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“ფიორენტინა” – “ჯენოა”

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

29 იანვარი, 18:00 საათი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; სანჩესი, ტომოვიჩი, ასტორი; კიეზა, ვესინო, ბადელი, ოლივერა; ბორხა ვალერო, ბერნარდესკი; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“ჯენოა” (3-4-3): ლამანა; იცო, ბურდისო, მუნიოსი; ედენილსონი, კოფიე, ლაქსალტი; ლაზოვიჩი, სიმეონე, პანდევი

მწვრთნელი: ივან იურიჩი

მსაჯი: დანიელე ორსატო

“სამპდორია” – “რომა”

გენუა, “მარასი”

29 იანვარი, 18:00 საათი

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; ბერესჟინსკი, სკრინიარი, სილვესტრე, რეჯინი; ბარეტო, ტორეირა, ლინეტი; ბრუნო ფერნანდესი; მურიელი, კვალიარელა

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“რომა” (3-4-2-1): შჩესნი; მანოლასი, ფაციო, რუდიგერი; ბრუნო პერესი, დე როსი, სტროტმანი, ემერსონი; ნაინგოლანი, პეროტი; ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“სასუოლო” – “იუვენტუსი”

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

19 იანვარი, 18:00 საათი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, ანტეი, აჩერბი, პელუზო; პელეგრინი, აკვილანი, მაციტელი; ბერარდი, მატრი, პოლიტანო

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, კიელინი, ალექს სანდრო; სტურარო, მარკიზიო, პიანიჩი; დიბალა; იგუაინი, მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: დანიელე დოვერი

“უდინეზე” – “მილანი”

29 იანვარი, 18:00 საათი

“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; ფარაონი, დანილო, ფელიპე, სამირი; ფოფანა, ჰალფრედსონი, იანკტო; დე პაული, ძაპატა, ტერო

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, პალეტა, რომანიოლი, ანტონელი; კუცკა, ლოკატელი, პაშალიჩი; სუსო, ბაკა, დეულოფეუ

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

მსაჯი: ლუკა ბანტი

“ნაპოლი” – “პალერმო”

ნეაპოლი, “სან პაოლო”

29 იანვარი, 23:45 საათი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, მაკსიმოვიჩი, გულამი; ზიელინსკი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“პალერმო” (4-3-3): პოსავეცი; რისპოლი, გონსალესი, გოლდანიგა, პეცელა; ბრუნო ენრიკე, იაიალო, ჩოჩევი; ემბალო, ნესტოროვსკი, ტრაიკოვსკი

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი

მსაჯი: დომენიკო ჩელი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.09965