ფეხბურთი

3:42 | 27.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძე "ბენფიკასთანაც" მაგრად დადგა (+VIDEO)

გიორგი მაკარიძის "მორეირენსე" პორტუგალიის ლიგის თასის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში გიორგის გუნდმა ლისაბონის "ბენფიკა" გამოთიშა: აგებდა, მაგრამ 3:1 მოიგო. მაკარიძემ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.

"კარგიც" რბილად ნათქვამია, არაერთი რთული ბურთი მოიგერია ქართველმა. განსაკუთრებით კი პიცისა და ჟონასის დარტყმების შემდეგ.

"ბენფიკას" დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, განსაკუთრებით კი ბოლო 20 წუთში. საბოლოოდ, "მორეირენსემ" იმარჯვა და ფინალში 30 იანვარს, "ბრაგას" შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112802