კალათბურთი

20:19 | 26.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,დელტას’’  მთავარ  მწვრთნელს  ახალი  ასისტენტი  დაუნიშნეს

,,ა’’ ლიგის მონაწილე ,,დელტას’’ მთავარ მწვრთნელს ლექსო ლაფანაშვილს ზაზა გაბისონიას შემდეგ მეორე ასისტენტად ასევე ვეტერანი კალათბურთელი ჟოლივეტ ტუჯანი-ტალბა დაუნიშნეს. ამის შესახებ worldsport.ge-ს ლაფანაშვილმა განუცხადა.

ტუჯანი-ტალბა საქართველოში 21-ე საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდა და სუპერლიგის თითქმის ყველა წამყვან გუნდში აქვს ნათამაშები. პარალელურად მუშაობს ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში, სადაც ბავშვებს ავარჯიშებს. ტუჯანი წარმოშობით არის კამერუნელი (აფრიკა) და ამჟამად საქართველოს მოქალაქეა.

თეგებიდელტა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113592