ფეხბურთი

23:58 | 25.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ნაკრებმა შოტლანდია დიდი ანგარიშით დაამარცხა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში შოტლანდია 11:0 დაამარცხა (VIDEO).

ქართველთაგან პოკერი არჩილ სებისკვერაძემ შეასრულა, დუბლი კი გიორგი ტიკურიშვილმა და დავით ბობოხიძემ შეასრულეს. მეტოქე კიდევ გიორგი ნიშნიანიძემ და შოთა თოფურიამ დაამწუხრეს, ხოლო ერთი გოლი საკუთარ კარში სკოტ მოლისონმა გაიტანა.

შესარჩევი ეტაპის A ჯგუფის მეორე შეხვედრაში შვეიცარიამ ისრაელი 3:0 დაამარცხა და საქართველოს მსგავსად 6 ქულა მოაგროვა. გადამწყვეტი მატჩი შვეიცარიას და საქართველოს შორის 27 იანვარს 20:00 საათზე დაიწყება. ფუტსალის ნაკრებს ჯგუფიდან გასასვლელად ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ფრეც კი აწყობს.

საქართველო - შოტლანდია 11:0
თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“
საქართველო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, ნიშნიანიძე, რონინიო, სებისკვერაძე
სათადარიგო: ჯამბურია, ლუკავა, თოდუა, თოფურია, კობაიძე, მაისაია, კურტანიძე, ტიკურიშვილი
მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
შოტლანდია: მაკგილვერი, მუშინი, სმიტი, მოლისონი, დეივისი
სათადარიგო: ო’ჰანლონი, ჰოლმსი, ჩაპლინი, მაკკალოჰი, კელდოუ, გათრი, რობერტსონი, მაკლიში, იატესი
მთ. მწვრთნელი: მარკ პოტერი
მსაჯები: ვიქტორ ბუგენკო (მოლდოვა), პატრიკ პორკერტი (ავსტრია), სვენ ეხლერი (გერმანია)
გაფრთხილება: რობერტსონი (16:46), მაკლიში (18:40), გათრი (19:12), ნიშნიანიძე (24:20)
გოლები: 1:0 სებისკვერაძე (00:56), 2:0 სებისკვერაძე (09:03), 3:0 სებისკვერაძე (14:38), 4:0 სებისკვერაძე (15:17), 5:0 მოლისონი (ს.კ) (17:08), 6:0 ტიკურიშვილი (18:41), 7:0 ნიშნიანიძე (21:46), 8:0 ტიკურიშვილი (24:20), 9:0 ბობოხიძე (25:15), 10:0 თოფურია (33:56), 11:0 ბობოხიძე (34:23)


ისრაელი - შვეიცარია 0:3
თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“
ისრაელი: კაცი, დიედუნოვი, ბუდა, შკოლნიკი, ჰაგბი
სათადარიგო: ბარ-ზაკაი, ბლიეხი, ლანიადო, ემერგი, ვანა, როზენბერგი, ვასერი, კოენი
მთ. მწვრთნელი: ავი კალიფი
შვეიცარია: სანჯინსი, მარცოიანაკისი, სანტონა, ფაკინეტი, მეცგერი
სათადარიგო: კონსოლი, ფუგელსანი, ვილჰელმი, ეიგერტერი, სილვა, ველტი, ჯემაილი, ბუკსონი, კანდრეია
მთ. მწვრთნელი: დევიდ მეიერი
მსაჯები: იუსუფ ნურალიევი (აზერბაიჯანი), სვენ ეხლერი (გერმანია), პატრიკ პორკერტი (ავსტრია)
გაფრთხილება: სანჯინსი (13:02), დიედუნოვი (18:47), ბუდა (19:35), მეცგერი (25:17), ჰაგბი (31:33)
გოლები: 1:0 ფაკინეტი (11:38), 2:0 სანტონა (14:25), 3:0 ბუკსონი (19:36)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116591