ჩოგბურთი

15:25 | 23.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაონიჩი მეოთხედფინალშია, რობერტომ სენსაცია ვერ მოახდინა (+VIDEO)

კანადელმა ჩოგბურთელმა მილოშ რაონიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში მე-14 ნომერი რობერტო ბაუტისტა აგუტი 7:6, 3:6. 6:4, 6:1 დაამარცხა (VIDEO). ენდი მარეის (1) და ნოვაკ ჯოკოვიჩის (2) შემდეგ, ტურნირის ფავორიტი რეიტინგის მიხედვით სერბული წარმომავლობის ჩოგბურთელია, რომელმაც თავისი სიძლიერე კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

ესპანელმა პირველი ორი სეტი იბრძოლა, მატჩის დასაწყისში მართალია დაბრეიკდა, თუმცა შემდეგ შეძლო წონასწორობის აღდგენა მეშვიდე გეიმში და მხოლოდ ტაიბრეიკში დამარცხდა. მეორე სეტი კი ბაუტისტა აგუტმა კვლავ მოწოდების დათმობით დაიწყო, შემდეგ კი მეოთხე და მეექვსე გეიმებზე ბრეიკი შეასრულა და 6:3 იმარჯვა. მეორე სეტში რაონიჩმა 17 შეცდომა დაუშვა და გადამწყვეტ მომენტებში კარგად ესპანელმა ითამაშა.

მესამე და მეოთხე სეტში რობერტო ფაქტობრივად ვეღარ თამაშობდა. ბოლო ორ სეტში რაონიჩმა 18 ეისი შეასრულა და 34-ჯერ შეძლო ქულის აღება, კანადელის დომინირება საბრძნობი იყო და ესპანელი ვერაფერს აკეთებდა.

მონტენეგროში დაბადებულმა რაონიჩმა განვლილ შეხვედრაში 33 ეისი შეასრულა (ტურნირზე სულ 93 ეისი აქვს), ხოლო ესპანელმა - 9. მილოში სიმაღლეში 196 სანტიმეტრია და ხოლო ესპანელი მხოლოდ 183, შესაბამისად რაონიჩისთვის, როგორც წესი ეისი დიდი პლუსია. ამავდროულად, გათამაშებიდან ქულა მილოშმა 75-ჯერ აიღო, რაც მაღალი მაჩვენებელია. ურთიერთშეხვედრებში რაონიჩი უკვე 5:0 დაწინაურდა. მატჩის შემდეგ მილოშმა დაიწუწუნა, იყო მომენტები, როდესაც იღბალი ჩემ მხარეს რომ არ ყოფილიყო საქმე ცუდად წამივიდოდაო.

ბაუტისტა აგუტს იღბალი არ სწყალობს, წინა ოთხი წლის განმავლობაში ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე რობერტო მერვედფინალში დამარცხდა. წინა წელს ამავე ტურნირის ნახევარფინალამდე მივიდა რაონიჩი, თუმცა 2:3 წააგო ენდი მარეისთან. მომდევნო შეხვედრას რაონიჩი რაფაელ ნადალსა და გაელ მონფისს შორის გამარჯვებულთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.151492