ფეხბურთი

19:53 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე - ისევ გოლი, ისევ გამარჯვების! (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXI ტურში გატანილი გოლით გამოიჩინა თავი ლევან მჭედლიძემ. ქართველმა ფორვარდმა “ემპოლისა” და “უდინეზეს” მატჩის 82-ე წუთზე მოხდენილი თავური დარტყმით იხეირა. ლევანის გოლი ერთადერთი გამოდგა შეხვედრაში და ტოსკანელებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩვენებურის დიდი ძალისხმევით მოიპოვეს.

თამაშის მიწურულს, ვესელის ფლანგურ გადაცემას მჭედლიძე გამოეხმაურა საჯარიმოში, მცველებს აჯობა და მეკარე კარნეზისს აუღებელი დაურტყა. ლევანმა მინდორზე 90 წუთი გაატარა.

ეს ლევან მჭედლიძის მეოთხე გოლია მიმდინარე სეზონში. მანამდე “კალიარისთან” დუბლი შეასრულა, ხოლო ბერგამოში “ატალანტასაც” გაუტანა. აღსანიშნავია, რომ მჭედლიძე “ემპოლის” საუკეთესო ბომბარდირია ამ სეზონში 4 გატანილი გოლით.

რაც შეეხება “ემპოლის”, 21 ტურის შემდგომ ჯოვანი მარტუშიელოს გუნდი 21 ქულით მე-17 ადგილზეა. თუმცა, გასავარდნ ზონას მთელი 11 ქულითაა მოცილებული.

0.110251