ფეხბურთი

10:13 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცრემლები, თასი, ახალი გუნდი - "შაპე" დაბრუნდა (+VIDEO)

53 დღის შემდგომ პირველი მატჩი – დიახ, სწორედ 53 დღე გავიდა ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის, “შაპეკოენსეს” ტრაგედიიდან, რომელმაც არამხოლოდ საფეხბურთო საზოგადოება შეძრა.

სიმბოლურია, რომ “შაპემ” პირველი შეხვედრა ბრაზილიის ჩემპიონის, “პალმეირასის” წინააღმდეგ ჩაატარა, იმ გუნდის, რომელსაც ავიაკატასტროფამდე დაუპირისპირდა. “შაპეკოენსეს” ისტორიის ერთი ნაწილი “პალმეირასით დასრულდა, ხოლო მეორე ნაწილი ამავე კლუბით დაიწყო.

მატჩი, ბუნებრივია ამხანაგური ხასიათის გახლდათ და მას “არენა კონდამ” უმასპინძლა. თამაშის დაწყების წინ იყო უამრავი ცრემლი – “შაპეკოენსემ” სტადიონზე გულშემატკივარს კოპა სუდამერიკანას თასი წარუდგინა, რომელიც ერთად აღმართეს ტრაგედიას გადარჩენილმა ფეხბურთელებმა: რუშელმა, ნეტომ და ფოლმანმა.

მატჩი ამხანაგური ანგარიშით, 2:2 დასრულდა. გამარჯვებული მხოლოდ ემოცია იყო გუშინ “არენა კონდაზე” – საგულისხმოა, რომ თამაში 71-ე წუთზე ერთი წუთით გაჩერდა, რითაც პატივი მიაგეს ავიაკატასტოფისას დაღუპულ 71 ადამიანს.

გოლებს რაც შეეხება: “შაპეკოენსეს” მხრიდან მე-14 წუთზე დუგლას გროლიმ, 46-ე წუთზე კი, ამარალმა გაიტანეს. “პალმეირასის” რიგებში თავის გამოჩენა მე-11 წუთზე რაფელ ვეიგამ და 77-ე წუთზე ვიტინიომ მოახერხეს.

თეგებიშაპეკოენსე
0.107479