ფეხბურთი

23:15 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "სუონსიმ" გამარჯვება დაიმსახურა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "სუონსისთან" წაგებული (2:3)(გოლები) პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქე საკმაოდ იღბლიანი გახლდათ და გამარჯვება დაიმსახურა.

"პირველ ტაიმში 4-5 მომენტი გვქონდა, ვცდილობდით მეტი სიზუსტით გვეთამაშა, თუმცა შედეგი ვერ მივიღეთ. სამარცხვინოა როდესაც 4 წუთში ორ გოლს უშვებ (ფერნანდო ლიორენტემ დუბლი შეასრულა). მიუხედავად ამისა, თამაში შემოვატრიალეთ და გავათანაბრეთ. ყველაზე ცუდი მომენტი კი მესამე გოლი იყო, ვერ ვხსნი თუ როგორ მიუვიდა ბურთი სიგურდსონს, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. მეტოქე საკმაოდ იღბლიანად თამაშობდა და მოგებას იმსახურებდა, რადგან მომენტები ზუსტად გამოიყენა." - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

განვლილ მატჩში ლიორენტეს გარდა, დუბლი ფირმინომაც შეასრულა. "ლივერპულმა" პრემიერლიგაში ზედიზედ 3 მატჩი ვერ მოიგო. "მერსისაიდელები" 45 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო "გედებმა" გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06265