კალათბურთი

10:00 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 4 ქულა, 13 მოხსნა და განადგურებული “კლივლენდი” (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “კლივლენდი” 126:91 გაანადგურა (VIDEO). ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 20 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 13 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ზაზამ 7-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველი ტაიმის შემდეგ “მეომრები” 29 ქულით იგებდნენ და მატჩს ყველანაირი ინტრიგა დაუკარგეს. მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა კლეი ტომპსონის ანგარიშზეა. დრეიმონ გრინმა სამმაგი დუბლი შეასრულა 11 ქულა, 13 მოხსნა და 11 პასი გააკეთა. “კლივლენდში” 20 ქულით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტი” 35 მოგებით და 6 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება. “კლივლენდი” 29 მოგებით 11 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111913