ფეხბურთი

18:26 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯიღაური - ოფიციალურად "ვარდარში"

24 წლის ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა კონტრაქტი გააფორმა მაკედონიის ჩემპიონ "ვარდართან". როგორც იცით, ჯიღაური თბილისის "დინამოში" თამაშობდა და საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. შარშან ეროვნულ ნაკრებშიც დააწინაურეს და ესპანეთთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში საგოლე პასი გააკეთა.

"ვარდარს" რაც შეეხება, მაკედონიის საუკეთესო კლუბია, ქვეყნის 9-გზის ჩემპიონია და სავარაუდოდ, ამ სეზონსაც პირველ ადგილზე დაასრულებს. ამჟამად 4-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს.

"მაკედონიაში პირველად ვარ და პირველი შთაბეჭდილებები ძალიან კარგია. "ვარდარზე" მხოლოდ კარგი ამბები გამიგია. მოხარული ვარ, რომ ამ გუნდის წევრი გავხდი. ვიცი, რომ გუნდი პირველ ადგილზეა და თითოეულ მატჩში გამარჯვებას ისახავს მიზნად. აქ ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი სწორედ ისაა, რომ "ვარდარი" ამბიციური და ძლიერი გუნდია. მინდა, ერთ მშვენიერ დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშო", - განაცხადა ჯიღაურმა.

"ვარდარში" თამაშობს თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი დარკო გლიშიჩიც, რომელსაც ჯიღაური კარგად იცნობს. აქვე დავამატებთ, რომ ჯიღაური "დინამოს" ყოფილი ხელმძღვანელების, მიხეილ ხუციშვილისა და ლევან ზუხბაიას კავშირებით მოხვდა "ვარდარში".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115809