ფეხბურთი

17:17 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირის გოლი საჯარიმოდან (+VIDEO)

აზერბაიჯანული “გაბალას” შემადგენლობაში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა. ჩვენებურის გუნდი ამჟამად ანტალიაში შეკრებაზე იმყოფება, სადაც ალბანეთის წარმომადგენელ “პარტიზანს” დაუპირისპირდა.

სწორედ ამ გუნდის კარი დალაშქრა ნიკამ – გოლი კი, მართლაც ლამაზი გამოუვიდა, პირდაპირ საჯარიმო დარტყმით შეაგდო.

მიუხედავად იმისა, რომ ამ გოლით “გაბალა” მატჩს იგებდა, საბოლოოდ ორი გოლი გაუშვა და 1:2 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1188