სხვა

11:28 | 7.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

თოვლის მსოფლიო დღე 2017

2017 წლის 15 იანვარს მსოფლიო ,,თოვლის მსოფლიო დღეს“ აღნიშნავს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინიციატივით უკვე მეექვსე წელია მთელ მსოფლიოში ორმოცამდე ქვეყანაში იანვრის მეორე კვირას ,,თოვლი მსოფლიო დღე“ იზეიმება. ეს დღესასწაული ყოველწლიურად უფრო მასშტაბური ხდება. აღსანიშნავია, რომ ,,თოვლის მსოფლიო დღე“ ეროვნულ დღესასწაულად დადგინდა ისეთ ცნობილ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, კანადა, საფრანგეთი, ისლანდია, ნორვეგია, პოლონეთი და შვედეთი.

საქართველოშიც ეს დღესასწაული უკვე მეექვსე წელია აღინიშნება. წელს ბავშვები საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძის უღელტეხილზე ,,თოვლის მსოფლიო დღეს“ იზეიმებენ.

15 იანვარს 12:00 სთ.-ზე გუდაურში (გონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე) ,,თოვლის მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებით საქართველოს სათხილამურო ფედერაცია თავისი გენერალური სპონსორის კომპანია ,,სილქნეტის“ მხარდაჭერით ბავშვთა გასართობ ღონისძიებას გამართავს. ბოლო წლებია სათხილამურო ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და კომპანია ,,სილქნეტის“ ,,თოვლის მსოფლიო დღის“ ჩატარების ინციატივას, მთის კურორტების განვითარების კომპანია შემოუერთდა, წელს კი ჩვენთან ერთად ამ სასარგებლო დღის აღნიშვნაში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც ჩაერთო.

4-დან 14 წლამდე ბავშვთა შორის გასართობი შეჯიბრება ჩატარდება. ღონისძიებაში, ყველა მსურველთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს: საკვირაო სკოლა ,,რებუსი“, კულინარიის სკოლა ,,კარამელი“, ,,ბასტი ბუბუს“ მომღერალი ბავშვები და ანიმატორთა ჯგუფი ,,გასართობი ავტობუსი“.

ბავშვები ერთმანეთს მხიარულ და მეგობრულ ატმოსფეროში შეეჯიბრებიან. ტრასაზე საშეჯიბრო კარების ნაცვლად, საბავშვო ბანერები (თაღები) იქნება განლაგებული. ბავშვებს კი სპეციალურად ,,თოვლის მსოფლიო დღის“ აღსანიშნავი სასტარტო ნომრები ეცმევათ, საჩუქრებად კი მიიღებენ მაისურებს ლოგოთი - ,,თოვლის მსოფლიო დღე“.

ამ ღონისძიების მონაწილე ბავშვებსა და მათს ოჯახის წევრებს დაუვიწყარი დღე ელით.

ყველას გელით საქართველოს თოვლიანი მთები.

www.gsf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.15387