კალათბურთი

10:47 | 6.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 8 ქულა და მეორე ადგილი

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-16 ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” შინ “უნიქსი” 102:70 გაანადგურა. თოკო სასტარტო 5-ეულში არ ყოფილა. შენგელიამ პარკეტზე 18 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ფორვარდმა გუნდს 8 ქულა, 3 ჩაჭრა, 2 მოხსნა, 1 პასი შესძინა. შენგელიამ 6-დან 2 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო სროლა გამოიყენა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ესპანურმა კლუბმა მეტოქე ოთხივე პერიოდში დაამარცხა.

“ბასკონია” 11 მოგებითა და 5 მარცხით ევროლიგის რეგულარულ სეზონში მეორე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094866