კალათბურთი

22:50 | 5.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბრიჯმენი  სრული  დატვირთვით  ვარჯიშობს

სუპერლიგის დებიუტანტ ,,კაკტუსის“ ერთ-ერთი ლიდერი ამერიკელი ლეგიონერი ტერიკ ბრიჯმენი (06.07.1993, 198 სმ) სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,კაკტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.

,,ბრიჯმენმა მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის ბოლო რამდენიმე შეხვედრა გამაყუჩებლით ჩაატარა და ამის გამო თავისი შესაძლებობები ბოლომდე ვერ გამოავლინა.“- გვითხრა ჟღენტმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიჯმენს კოჭი ჰქონდა დაზიანებული და ამის გამო 26-ე ეროვნული ჩემპიონატში რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09592