კალათბურთი

0:00 | 4.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალენი გუნდთან ერთად ვარჯიშობს

სუპერლიგის მონაწილე ,,მგზავრების“ ახალი ლეგიონერი კორი ალენი ( 05.03.1992, 185 სმ) გუნდს შეუერთდა და მასთან ერთად ვარჯიშობს. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,მგზავრების“ მთავარმა მწვრთნელმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ბუბა ბერიშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კალათბურთელი კორი ალენი აქამდე ალბანეთის ,,ვლაჟნიაში“ თამაშობდა, სადაც სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ერთხელ კი ვერცხლის მედალს დაეუფლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მგზავრები“ მისთვის მეორე ევროპული კლუბია.

რაც შეეხება ,,მგზავრებს“, მისთვის 2016-2017 წლების საკალათბურთო სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, აშკარად არ უმართლებს, რადგან გუნდი სხვადასხვა მიზეზით რამდენიმე ლეგიონერმა დატოვა და საქართველოს ოცდამეექვსე ეროვნულ ჩემპიონატში ორი წრის შემდეგ ბოლო ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097898