ფეხბურთი

23:23 | 3.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

აკვილანი წლის ბოლომდე "სასუოლოში" ითამაშებს

"პესკარას" საკუთრებაში მყოფი იტალიელი ფეხბურთელი ალბერტო აკვილანი სეზონის ბოლომდე "სასუოლოს" ღირსებას" დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია ცენტრალური ნახევარცველის ახალი კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

აკვილანი "პესკარაში" 2016 წლის ზაფხულში ლისაბონის "სპორტინგიდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში ალბერტომ მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.117964