ფეხბურთი

18:26 | 2.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯანოს ორი გოლი “სპარტაკის” წლის საუკეთესო ათეულში (VIDEO)

მოსკოვის “სპარტაკის” მიერ შედგენილ 2016 წლის საუკეთესო გოლების ათეულში ქართველი ნახევარმცველის ჯანო ანანიძის ორი გოლი მოხვდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა განვლილ წელს რუსეთის პრემიერლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, აქედან წლის საუკეთესო გოლის ნომინაციაზე 31 ივლისს “არსენალის” და 16 სექტემბერს “ორენბურგის” კარში გატანილი გოლებია წარდგენილი.

2016 წლის საუკეთესო გოლს “სპარტაკის” გულშემატკივრები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვით გამოავლენენ.

0.152535