ფეხბურთი

16:26 | 30.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სიგურდსონი ისლანდიაში წლის სპორტსმენია

ისლანდიის ნაკრებისა და “სუონსი სიტის” ფეხბურთელი გილფი სიგურდსონი სამშობლოში 2016 წლის სპორტსმენად აღიარეს. მოსალოდნელიც იყო, რადგან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ისლანდიის ნაკრებმა ფურორი მოახდინა და მეოთხედიფინალამდე მივიდა, გუნდის ლიდერი კი, სიგურდსონი გახლდათ.

გილფისთვის ეს ნაცნობი ტიტულია – 2013 წელსაც გახდა ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენი, ხოლო შარშან მეორე ადგილს დასჯერდა.

27 წლის სიგურდსონმა ევრო 2016-ზე 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა - პენალტით უნგრეთის ნაკრების კარში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062228