ფეხბურთი

14:57 | 30.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

პოულსენმა წერტილი დასვა

ვეტერანმა დანიელმა ფეხბურთელმა კრისტიან პოულსენმა საფეხბურთო კარიერა დააასრულა. ერთ დროს დანიის საუკეთესო ფეხბურთელი 2015 წლიდან მოყოლებული უგუნდოდ იყო და ლოდნს წერტილის დასმა ამჯობინა.

36 წლის ფეხბურთელს საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა: 2005 და 2006 წლებში ზედიზედ ორჯერ დასახელდა დანიის საუკეთესო ფეხბურთელად. მოგებული აქვს ესპანეთის თასი და სუპერთასი, ასევე, უეფას თასი და ევროპის სუპერთასი.

სხვადასხვა დროს თამაშობდა “კოპენჰაგენში”, “შალკეში”, “სევილიაში”, “იუვენტუსში”, “ლივერპულში”, “ევიანსა” და “აიაქსში”.

დანიის ეროვნულ ნაკრებში კი, კრისტიან პოულსენს 92 ჩატარებულ მატჩში 6 გოლი გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096452