კალათბურთი

0:37 | 30.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოცწლამდელებმა მეორე წრე დაასრულეს

კალათბურთში საქართველოს ოცწლამდელთა ჩემპიონატის მონაწილე გუნდებმა მეორე წრე ,,რუსთავი’’-,,ქუთაისის’’ შეხვედრით დაასრულეს.

ამ შეხვედრამდე ქვემოქართლელებს ერთადერთი მოგება ჰქონდათ, რომლებიც გამოკვეთილი აუტსაიდები არიან. რაც შეეხებათ იმერლებს, ისინი მეორე ადგილზე იმყოფებიან და მხოლოდ ერთპიროვნულ ლიდერ ,,ჰიუნდაის’’ ჩამორჩებიან.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ფავორიტად სტუმრები ითვლებოდნენ. სამი მეოთხედის განმავლობაში მცირე უპირატესობას ,,ქუთაისი’’ ფლობდა, რომელმაც დროის ეს მონაკვეთი 56:53 მოიგო. მატჩის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს 77:71 შეძლეს მეტოქის დამარცხება და მიმდინარე ჩემპიონატში მეორე გამარჯვება მოიპოვეს.

ჩემპიონატს, რომელშიც საშობაო და საახალწლო არდადაგები გამოცხადდა ,,ჰიუნდაის’’ სახით ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ ,,ქუთაისს’’ ოთხი ქულით უსწრებს. ,,ჰიუნდაის’’ ასეთი უპირატესობა შეიძლება იმით აიხსნას, რომ იგი ნაკრების საბაზო გუნდია სხვებზე უკეთესი კალათბურთელები ჰყავს.

სატურნირო მდგომარეობა ორი წრის შემდეგ:

ჰიუნდაი 10 10 0 749- 564 20

ქუთაისი 10 6 4 713- 710 16

არმია 10 5 5 722- 722 15

სოხუმი 11 3 8 698- 784 14

ზაზა 9 4 5 613- 613 13

რუსთავი 10 2 8 681- 783 12

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163071